კიდევ ერთი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი თბილისში – დღეიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება. ცენტრი წინანდლის 9 ნომერში მდებარეობს.

ფაიზერით“, “სინოვაკითა“ და “სინოფარმით“ აცრა აქ ყოველდღე დილის ათიდან საღამოს 6 საათამდეა შესაძლებელი.

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.

Leave a Reply