ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობა არის ლოიალური ამ შეზღუდვების პირობებში, ვინაიდან მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომითი ინსპექციის მხრიდან განხორციელდა არაერთი ზედამხედველობით და საჯარიმო ღონისძიება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მონიტორინგში ჩართულნი არიან, როგორც სურსათის უვნებლობა, ასევე საპატრულო პოლიცია.

„დარწმუნებული ვარ, ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. თუმცა, ამავდროულად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია არის არამხოლოდ მოლოდინი მთავრობისგან, რამდენად მკაცრი იქნება და რამხელა სასჯელი იქნება დაწესებული, ჩვენ თითოეული მოქალაქის და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

Leave a Reply