მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირის გამო საქართველოდან ბევრი მოქალაქე წავიდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქვეყანა დატოვეს ოჯახებმაც პოლიტიკური ზეწოლის გამო.

გიორგი ბალიაშვილის და ნათია შაინიძის ოჯახი სწორედ პოლიტიკურ წნეხს გაექცა. როგორც თავად ამბობენ, მათზე ზეწოლა პოლიტიკური შეხედულების გამო წლების წინ დაიწყო და ყველაფერი 5 ივლისის აქციის მერე დაგვირგვინდა.

საქმე იმაშია, რომ გიორგი პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრია, ამავე პარტიის წევრია ნათიას მამაც, პირველი ზეწოლა ნათიაზე 2019 წელს განხორციელდა. გავრილოვის ღამის შემდეგ ნათია შაინიძეს აიძულებდნენ ცრუ ჩვენება მიეცა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, რის გამოც ქალმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები გადაიტანა,

ნათია ყვება როგორ ჩატენეს მანქანაში უცნობმა პირებმა, როგორ აიძულებდნენ მას ცრუ ჩვენების მიცემას და შემდეგ როგორ გადმოაგდეს მანქანიდან. ნათია შაინიძე ამბობს, რომ მან ამ ფაქტზე სამართალდამცველებს მიმართა თუმცა უშედეგოდ, არანაირი რეაგირება არ ყოფილა იმ მიზეზით, რომ ის  20 ივნისის აქციების მონაწილე იყო.

გიორგი ბალიაშვილის თქმით, მასაც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. პირველი  ფიზიკური ძალადობა მასზე 28 ნოემბერს განხორციელდა, მაგრამ ოჯახის დაცვის მიზნით არ გაახმაურა. უმცა, მძიმე მდგომარეობაში მყოფმა სასწრაფო გამოიძახა და ყველაფერი დაფიქსირა.

მერე იყო ჩხრეკა საცხოვრებელ სახლშ, მუქარების შემცველი ზარები და ისევ თავდასხმა. სასტიკად ნაცემმა მამაკაცმა ისევ გამოიძახა სასწრაფო და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს თვალის დაკარგვისგან.

ძალადობისა და მუქარის გამო ახალგაზრდა ცოლ-ქმარს აქტიურობა არ შეუწყვეტიათ და მაინც ხმამაღლა აფიქსირებდნენ სათქმელს.

მერე იყო 5 ივლისი, სადაც აქციაზე ნათია და გიორგი ერთად იმყოფებონენ. 7 ივლისს ყოველგვარი ზღვარი წაიშალა და ახალგაზრდა ოჯახი სახლში დააწიოკეს. მავანნი დაშინების მიზნით ვაზისუბანში, მიშველიძის ქუჩაე მათ საცხოვრებელ სახლში შეცვივდნენ და არასრულწლოვაბი ბავშვების თვალწინ დაიწყეს საქმის გარჩევა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 2 შვილი ჰყავს, ბავშვები შეშინებულები და ატირებულები იყვნენ, მათ მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა გადაიტანეს ამ წუთების შემხედვარე.

ეს იყო ბოლო წვეთი-ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ საქართველოში არ დაედგომებოდათ და ქვეყანა დატოვეს. ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან და იმედოვნებენ, რომ სულ მალე შეძლებელ საქართველოში დაბრუნებას.

ვრცლად

სასტიკად მცემეს, კინაღამ თვალი დავკარგე, სისხლს ვერ ვიჩერებდი ჭრილოებიდან…

Leave a Reply