ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი გიორგი ბალიაშვილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო თავდასხმის მსხვერპლი გახდა. სხვათაშორის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრია მისი სიმამრიც, ოთარ შაინიძეც.

გიორგი ბალიაშვილის თქმით, მას ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. გიორგი ბალიაშვილზე ფიზიკური ძალადობა პირველი არ ყოფილა, როგორც თავად ამბობს, ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 28 ნოემბერსაც, თუმცა მაშინ არ გაახმაურა.

-28 ნოემბრამდეც და მერეც, სულ ვგრძნობდი, რომ ვიღაც მითვალვალებდა,  მაგრამ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი და ვცდილობდი ჩემი ოჯახი დამეცვა. 28 ნოემბერს თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, ასე რომ დაფიქსირებულიც არის ჩემზე თავდასხმა, მაგრამ არ გამიხმაურებია და ვცდილობდი ფხიზლად ვყოფილიყავი.

ჩვენს ქვეყანაში რომ ცრუ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა, ეს უკვე აქსიომაა, არც თავისუფალი არჩევანის უფლება გვაქვს მოქალაქეებს. ხელისუფლების ქმედებით აშკარაა, რომ ვინც მათთან არ არის, მტრად მიაჩნიათ და არაფერზე იხევენ უკან. სახლში შემოგვივაარდნენ, უკანონო ჩხრეკა ჩაატარეს და რაღაც ფლეშკები წაიღეს. ამიწიოკეს ოჯახი, მეგონა ამით დასრულდებიდა მაგრამ არა-სულ რამდენიმე დღეში გამნეორდა ჩემზე ფიზიკური თავდასხმა. სასტიკად მცემეს, კინაღამ თვალი დავკარგე, სისხლს ვერ ვიჩერებდი ჭრილოებიდან და  სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო – ამბობს გიორგი ბალიაშვილი.

სხვათაშორის, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მის მეუღლეს, 2019 წლის 22 ივნისს,  რამდენიმე პირი დახვდა, მანქანაში „ჩატენეს“ და ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

მეშინია დანაპირები არ შეასრულონ და ჩემი ოჯახის წევრებზე არ იძიონ შური!..

გიორგი ბალიაშვილი აცხადებს, რომ საქმეს ბოლომდე მიყვება და კანონის გზით შეეცდება სიმართლის დადგენას.

 

Leave a Reply