პარტია ,,მემარცხენე ალიანსი” არ გახლავთ ფართომასშტაბიანი მოძრაობა, მაგრამ ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო იდეებით და გამორჩეულია ლიდერებით. ცოტა ხნის წინ პარტიაში დაიწყო განახლების პროცესი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება.

სააგენტო ,,ლიდერს” ამ თემაზე პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კახა ძაგანია ესაუბრება:

– ბატონო კახა, რას აპირებთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, რა ხდება პარტიაში, რა მიზნები გაქვთ?

– ჩვენმა პარტიამ, „მემარცხენე ალიანსმა“, მოგეხსენებათ, აირჩია ახალი თავმდჯომარე, ნამდვილი ქართველი, წარმოშობით აფხაზეთიდან გახლავთ, კოკა გუგუშვილი, მას ასზე მეტ საკანონმდებლო ინიციატივაში აქვს წვლილი შეტანილი, რაც პარლამენტში ჩვენი პარტიის ეგიდით წარვადგინეთ. მან იცის თავისი საქმე და ვფიქრობთ, ღირსეული წარმომადგენელი იქნება „მემარცხენე ალიანსის“, ჩვენთვის და ხალხისთვის კარგი შენაძენია.  ჩვენი მიზანი მიზანი ცნობილია, აუცილებლად უნდა დავუსვათ წერტილი „ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან გათანაბრებული პარტიების ძალადობრივ კამპანიებს.

– ეს შესაძლებელი იქნება?

– ეს შესაძლებელია, ჩვენ ასევე უნდა დავასრულოთ მათ მიერ მართული „მთავარი არხის“, ტვ „პირველისა“ და „ფორმულას“ ისტერიული გამოხტომები. მივმართავთ ქართველ ამომრჩეველს, ვისაც მობეზრდა ეს ყველაფერი, დაიღალა ამდენი ნეგატივით, მხარი დაუჭიროს ჩვენს პარტიას – „მემარცხენე ალიანსს“, შემოხაზონ ნომერი 34.

– კი, ბატონო, შემოხაზონ, მაგრამ რატომ?

– ჩვენი პარტია გამოირჩევა იმითაც, რომ არ ვართ ჩაბღაუჭებული სკამებს, ჩვენს პარტიაში ორ-ორი წლით ირჩევა თავმდჯომარე, სხვა არც ერთ პარტიაშია არ არის ასე. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ისეთ პარტიას მისცეთ ხმა, რომლის თავმჯდომარეც სკამს ვერ თმობს. ხელისუფლებაში რომ მოვლენ, შემდეგ თანამდებობებს დათმობენ? მაგალითად, შალვა ნათელაშვილი თავის შვილსაც კი არ დაუთმობს თავის სკამს.

რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ჩვენ თბილისის მასშტაბით წარვადგინეთ სია და გვეყოლება დამკვირვებლებიც. მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, გვაქვს თქვენი იმედი, რომ შემოხაზავთ 34-ს.

ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად ვაფასებთ,  ნამდვილად არ გვაქვს ილუზიები, ვფიქრობთ, რამდენიმე ადამიანს მაინც გავიყვანთ საკრებულოში და იქ შევეცდებით თქვენი ინტერესების დაცვას.

– გისურვებთ წარმატებებს.

წყარო lid.ge

Leave a Reply