“სახალხო პარტიამ” დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და ზეწოლაზე ისაუბრა.

როგორც ბრიფინგიდან ირკვევა, ლევან ლაბახუა, თეთრიწყაროს განვითარების ფონდის დირექტორი 2018 წლიდან, სახალხო პატრიიდან იყრიდა კენჭს პარტიული სიით, თვითმმართველობის არჩევნებში. მას გუშინ დაუკავშირდნენ ქართული ოცნებიდან და მოსთხოვეს მოეხსნა კანდიდატურა.

“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე, მამუკა გიორგაძე:
“თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში, მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული, რაიონის ხელმძღვანელობის, ადგილობრივი მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა უკანონობა, ჩვენი სიის წევრი, ლევან ლაბახუა დაიბარეს შესაბამის ორგანოზებში და მოსთხოვეს, ამოეღო მისი გვარი სიიდან.”

ლევან ლაბახუა:

“დამიბარეს, კატეგორიულად მომთხოვეს დამეწერა განცხადება დაა მოვწერილიყავი სიიდან. მითხრეს, რომ შემექმნებოდა პრობლემები.”

Leave a Reply