მიხეილ დაუშვილი: „იმის ნაცვლად პირისპირ დებატებში მოდიოდნენ გიორგი გახარიასთან, იმის ნაცვლად რომ ვლაპარაკობდეთ რა არის ქვეყნისთვის დღეს მნიშვნელოვანი – ქმნიან რაღაც ისტერიკას“

„რაღაც ისტერიკა აქვს ატეხილი ამ თემაზე როგორც ჩანს „ოცნებას“, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. მარტივი რაღაც ხდება დიდ სურათში – მე პირადად ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვინც ყველაზე მეტად ნერვიულობდა ამ საკითხზე, პირველი ის გავარდა და გაიკეთა ტესტი. ასეთი ტესტი გიორგი გახარიას არაერთხელ ჩაუბარებია, მათ შორის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ჩააბარა, ახლაც ჩავაბარებთ და მომავალშიც ყოველთვის ჩავაბარებთ.“- განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა – მიხეილ დაუშვილმა.

„ჩაგვიბარებია, ჩავაბარებთ ახლაც და მომავალშიც.“ – ამბობს მიხეილ დაუშვილი.

მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ კახი კალაძე გიორგი გახარიასთან დებატებს გაურბის და ამ თემის გადაფარვას ცდილობს.

„რასაც რეალურად აკეთებს ოცნება მარტივი ამბავია – გიორგი გახარიამ პირისპირ დებატებში გამოიწვია ერთი მხრივ ბატონი კახა კალაძე, მეორე მხრივ ბატონი ნიკანორ მელია და ნაცვლად იმისა, ამ დებატებზე გვესაუბრებოდნენ, რაღაც ფეიქნიუსებს ქმნიან. რეალობა არის ასეთი – თუ ვინმეს რამე აქვს – ადგეს და გამოაქვეყნოს აბსოლუტურად არაფრის არ გვეშინია, ჩვენ მივყვებით ჩვენს საქმეს.“ – ამბობს დაუშვილი.

„იმის ნაცვლად, რომ პირისპირ დებატებში მოდიოდნენ ბატონ გიორგი გახარიასთან, იმის ნაცვლად, რომ ვლაპარაკობდეთ შინაარსზე – იმაზე, თუ რა არის ქვეყნისთვის დღეს მნიშვნელოვანი – ქმნიან რაღაცა ისტერიკას, ეს არის და ეს, მეტი არაფერი.“- აღნიშნა დაუშვილმა

Leave a Reply