ნიკა ფხიკიძე

გიორგი ჩიტაურმა „ლეიბორისტული“ პარტია დატოვა და ახლა თავის ძალებს „მესამე ძალის“ კანდიდატად სცდის.

რატომ დატოვა „ლეიბორისტები“, რატომ „მესამე ძალა“ და რის თქმას აპირებს ასპინძაში – ამ კითხვებით ტელეკომპანია ახალი თავად ჩიტაურს დაუკავშირდა.

 -გიორგი, მოდი ცოტა შორიდან დავიწყოთ, რამ განაპირობა თქვენი პოლიტიკაში მოსვლა?

2011 წლიდან  2021 წლამდე ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ამ პოლიტიკურ პროცესებში, თითქმის ყველა არჩევნებში ვმონაწილეობდი, ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თიანეთში, ასევე ადიგენში, ასპინძაში, ბორჯომში, ვიყავი ახალციხის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატიც. 2017 წელს ასპინძის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ვღებულობდი მონაწილეობას, ამიტომ დღეს არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება. საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული. არ არსებობდა ისეთი პოლიტიკური აქტივობა, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობა არ მქონოდა მიღებული, დღეს კი უკვე წარმოვადგენ ახალ პოლიტიკურ პლათფორმას „მესამე ძალას“.

-აი, სწორედ ამიტომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი, თქვენმა პარტიულმა ცვლილებამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გააჩინა, შეგიძლია სიმართლე გვითხრა, რამ განაპირობა შენი გადასვლა მესამე ძალაში?

ეს არის ზე პარტიული პლათფორმა, სადაც სხვადასხვა პარტიებიდან უერთდებიან ადამინები, რათა ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა, შეიტანონ ცვლილებები და მეც სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

  • რას გულისმობ სიტყვა ზეპარტიულში?

ვგულისხმობ იმას, რომ ამ პარტიის დამაარსებელმა  გიორგი ვაშაძემ შეძლო და სხვადასხვა შეხედულების მქონდე ადამინები გააერთიანა, რათა ებრძოლათ ერთად საქართველოს წინსვლისათვის.

  • როგორი პოლიტიკური ისტორია გააჩნია საქართველოს?

ძალიან მძიმე პოლიტიკური ისტორია გვაქვს, ჩვენმა თაობამ  გამოვიარეთ კრიმინალი სიბნელე, გაჭირვება, რომელიც იყო 90-დან მოყოლებული. შემდეგ შეიცვალა მთავრობა და შეცვალა ბევრი რამ, მაგრამ არც ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ეს ყველაფერი გაუმჯობესებულიყო. პოლიტიკურ ლანჩაპტს ვგულისხმობ და კიდევ არის ბევრი რამ, რაც არის შესაცვლელი. ამ ცვლილებებისთვის კი უნდა ვიბრძოლოთ ახალგაზრდებმა  და იმ ხალხმა, ვისაც გვინდა რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ყველაფერი.

  • შენ ახსენე რა სჭირდება ადამიანებს, როგორ ფიქრობ, „მესამე ძალამ“ იცის დღეს რა სჭირდება საქართველოს მოსახლეობას?

მე პირადად ძალიან კარგად ვიცი რა სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, პირველ რიგში სჭრდებათ სითბო, ყურადღება, იმედი. პირველ რიგში აქედან უნდა დავიწყოთ. მაღალ ჩინოსნები მოწყვეტილები არიან რეალობას და მათ არ იციან რა სჭრდებათ ხალხს ამიტომ უნდა შეიცვალოს მიდგომები, ეს ხალხი უნდა შევცვალოთ! ის ადამინები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ, ჩვენ შევცდით როცა ავირჩიეთ მილიარდელი! ჩვენ გვჭირდება ხელისუფლებაში საქმის მკეთებელი და სამშობლოს მოყვარული ადამიანები.

  • გიფიქრია თუ არა იმაზე, რომ პოლიტიკაში მოხვდებოდი?

ბავშვობიდან ვიცოდი, რომ პოლიტიკაში უნდა ვყოფილიყავი, იმიტომ რომ პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის ინტერესის სფერო იყო, პოლიტიკა არის ჩემთვის ინსტრუმენტი იმისა, რომ ვაკეთო საქმე და იმედია მომეცემა იმის საშუალება, რომ ადამიანებს მოვუტანო სიკეთე.

  • რამდენად აქტიურად ხართ ჩართული საზოგადოებრივ – პოლიტიკურ საქმიანობაში?

ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ყველა საზოგადოებრივ აქტივობაში, ვიღებ მონაწილეობას, ყოველთვის ვარ წინა ფლანგზე. უამრავ საზოგადოებრივ ღონისძებას ვაკეთებთ სხვადასხვა პროფილით, სხვადასხვა მიმართულებით, ამ საარჩევნო პროცესებში კი განსაკუთრებით ადამიანების მაჯის ცემა მესმის ყოველთვის.

  • მერობის წარდგენილ კანდიდატებზე რას ფიქრობ?

არასამართლიანი გარემოა შექმნილი, არსებობენ პრივილეგირებულნი და ნაკლებად პრივილეგირებულნი, ყველა მერობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი სასტარტო პირიბები.

  • როგორ ფიქრობ, ჯანსაღი პოლიტიკა სასარგებლოა?

რათქმაუნდა, ჯანსაღი პოლიტიკა კარგია და სწორედ ასეთი ჯანსაღი პოლიტიკა უნდა შევქმნათ და სწორედ ისეთმა ხალხმა უნდა შევქმნათ ეს, ვისაც მართლა რამის შეცვლა გვინდა. მე მაქვს ასმის სურვილი, პრეტენზია, და შესაძლებლობა.

  • არჩევის შემთხვევაში რა იქნება ის პრიორიტეტი, რაზეც გაამახვილებ ყურადღებას?

ჩემი არჩევის შემთხვევაში მოსახლეობისთვის და ხალხისთვის იქნება ის ტრიბუნა, საიდანაც გაჟღერდება  პრობლემები, რომლებიც ხალხს აწუხებს.

  • გაქვს გამარჯვების იმედი?

ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი სასტარტო პირობები გვაქვს, მოკლე ხანში ეფექტური სამუშაოები ჩავატარეთ. ახლა კი გადავდივართ აქტიური შეხვედრების ფაზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ მივიღებთ კარგ შედეგებს.

  • მუსიკოსი ხარ, რამდენად ახერხებ მუსიკის კეთებას მაშინ, როცა ასე აქტიურად ხარ ჩართული პოლიტიკაში?

ჩემი პროფესია გადავდე და მთლიანად გადავერთე პოლიტიკაში, რათა ჩემი დრო და ენერგია მოვახმარო ხალხს.

  • რას ეტყოდი ამომრჩეველს?

ვეტყოდი ჩემს ასპინძელებს, რომ ამოღებული ხმალი ვიქნები მათი ინტერესების დასაცავად. ეს არის ასპინძელებისთვის შესაძლებლობა, მე შემიძლია რეალურად ვიბრძოლო უკომპრომისოდ,  თუ ადგილობრივებს სურთ უკეთესობისკენ შეცვალონ ყველაფერი, უნდა მოვიდნენ არჩევნებზე და პროპორციულ სიაში დაუჭირონ „მესამე ძალას“ მხარი და შემოხაზონ 1.

  • და ბოლოს, წლების შემდეგ სად ხედავ საკუთარ თავს?

ჩემს თავს პირველ რიგში ვხედავ საკუთარ ქვეყანაში და ვიქნები იქ, სადაც ჩემს ხალხს დავჭირდები. აქციაზე, ტელევიზიაში, პოლიტიკაში, ყველგან ვიქნები, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება. ამ ქვეყანას უნდა ვემსახურო, რადგან ამ ქვეყნის ბედი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Leave a Reply