გიორგი გახარია: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ნაციონალური მოძრაობა იქნება ეს თუ ოცნება, თუ ერთი და იგივე მეთოდებით იბრძვიან, მორალს ანგრევენ!

„არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის, რიგითი საქართველოს მოქალაქისთვის არ აქვს ნაციონალური მოძრაობა იქნება ეს თუ ოცნება თუ ერთი და იგივე მეთოდებით მებრძვიან. როდესაც ჩვენს თანამებრძოლს იარაღს ჩაუდებენ, როდესაც, მაგალითად ბოლო შემთხვევა იყო, რომ პარტიის წევრ ქალს უთხრეს, რომ მისი სიძე, შვილი და კიდევ რამოდენიმე ნათესავი დაკარგავდნენ სამსახურს და ხომ წარმოგიდგენიათ რა სამსახურზეა საუბარი.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან.

გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების წინააღმდეგ ზეწოლასა და დაშინებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ოცნება უღირს მეთოდებს იყენებს და ადამიანებზე ზეწოლისთვის  მათ ახლობლებს იყენებენ.
„ქართულ ოცნებას რატომ მოუწევს იცით ყველა ქეისზე პირადად ჩემთვის პასუხის გაცემა? — მორალს ანგრევენ, ადამიანებთან აგზავნიან უახლოეს ოჯახის წევრებს, მათი ენით უთვლიან და ადამიანებს ისეთ დღეში აგდებენ, რომ ვერ შეძლონ ჩვენების მიცემა ოჯახის წევრების შესახებ – აი ამას აკეთებენ და ახლა ამიტომ გამოდიან ასე თამამად და იძახიან, აბა თქვას ვინ დააშინაო. ეს ამორალურია მეგობრებო და ერთი რამე იცოდეთ – ქართველი კაცი ბრძენია და შეიძლება დღეს მოითმინოს, თავიც დახაროც და სიმწრით გააკეთებს ამას –  მაგრამ მერწმუნეთ, სულ მალე დადგება დრო, რომ ყველა ამ შემთხვევას სინათლეზე გამოვიტანთ და ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა – პასუხს მოვთხოვთ.“ – განაცხადა გახარიამ.

Leave a Reply