ტვ პირველზე გასულ სიუჟეტს, სადაც გოგი მეშველიანის ძმა ინტერვიუში ყვება როგორ ყალბდებოდა არჩევნები,

სიუჟეტი იხ

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/911976216370683

ჯერ თავად დეპუტატის მხრიდან ოფიციალური პასუხი არ მოჰყოლია. ამ ეტაპზე დუმს პარტიაც და განცხადებას მხოლოდ იენი ბოლნისი ავრცელებს. 

როგორც გავარკვიეთ “იენი ბოლნისი” არის სიახლეების და მედიის ვებსაიტი, რომელიც ბოლნისის ამბებს აცნობს აზერბაიჯანელ საზოგადოებას მათ ენაზე.

https://www.facebook.com/yeniBolnisi/

-იენი ბოლნისის ადმინისტრაციის სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც პარლამენტარ გოგი მეშველიანის წინააღმდეგ წამოიწყეს!
ბატონო გოგი გამძლეობას გისურვეთ, სიმართლე თქვენ მხარესაა!
ბოლნისს და ბოლნისელებს თქვენი თავის გაცნობა ნამდვილად არ სჭირდებათ! განსაკუთრებით გვინდა ხაზი გავუსვათ აქ მცხოვრები აზერბაიჯანელების განწყობას, სოფელ ფარიზიდან დაწყებული – სოფელ დარბაზის ჩათვლით.
თქვენ არ ხართ უბრალოდ ამ ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში. ამ წლების მანძილზე თქვენ გახდით მათთვის საიმედო მეგობარი, გულშემატკივარი, რეკომენდატორი, მხარდამჭერი, ადამიანი რომელსაც შეუძლიათ დაეყრდნონ. თქვენ აზერბაიჯანელი ხალხისათვის – ბავშვების, სტუდენტების, ახალგაზრდების და მათი ოჯახებისთვის იმედად გადაიქეცით. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველას საკითხსა თუ პრობლემას მიუხედავად მისი ასაკისა, ეროვნებისა, სოციალური სტატუსისა, არასდროს ტოვებთ უყურადღებოდ. თქვენთან შეხვედრა და დალაპარაკება თითოეულ ადამიანს მარტივად შეუძლია, მათთვის თქვენი კარი ყოველთვის ღიაა! ასეულობით და ათასეულობით ადამიანს აქვს თქვენი იმედი, მათ სჯერათ თქვენი უანგარო გვერდში დგომის!
აქვე გვსურს აღვნიშნოთ პანდემიის პირველი ტალღის დროს თითქმის ყველა ოჯახმა იგრძნო თქვენგან ყურადღება და გაწვდილი დახმარების ხელი.
თქვენ პირადად შედიოდით ინფიცირებულთა ოჯახებში და არწმუნებდით მათ მიეღოთ სამედიცინო მომსახურება, მონაწილეობდით მოსახლეობის თერმოსკრინინგის პროცესში, იყავით ჩართული მედიკამენტების, საკვების მობილიზებასა და მიწოდებაში.
ძნელად წარმოგვიდგენია სხვა რომელიმე მაღალჩინოსანი ასე მოქცეულიყო საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად და გვერდით დადგომოდა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს!
ჩვენი სოციალური გვერდის წევრთა სახელითა და ბოლნისელი აზერბაიჯანელების სახელით გამძლეობას გისურვებთ!-წერია განცხადებაში.
გოგი მეშველიანის გარემოცვაში აცხადებენ, რომ ჯერ ოფიციალური განცხადება დეპუტატს არ გაუკეთებია და როგორც კი იქნება პასუხი, აუცილებლად გაასაჯაროებენ.

Leave a Reply