მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება კოვიდუსაფრთხოების ნორმების დაცვას დაეთმობა. გარდა იმისა, რომ მგზავრებს პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას მოსთხოვენ, სატრანსპორტო კომპანიამ დეზინფექცია და ჰიგიენის დაცვა უნდა უზრუნველყოს.

შესაბამისი დავალება უკვე გასცა თბილისის მერმა. ამასთან კახა კალაძე აღნიშნავს, რომ მატარებლების მოძრაობის განრიგში დროის ინტერვალები შემცირდება.

Leave a Reply