პარტია „საქართველოსთვის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ვატო გვაზავას მოსახლეობასთან შეხვედრაზე განათება გამოურთეს. შეხვედრა 16 სექტემბრის საღამოს, ოქროყანაში სპორტულ მოედანზე გაიმართა ადგილობრივ მოსახლეობასთან. მას შემდეგ რაც პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატთან შესახვედრად დიდი რაოდენობის  მოქალაქეები შეიკრიბენ, მოედნის განათება ყველასთვის მოულოდნელად გაითიშა. შეხვედრის დასრულების შემდგომ კი განათება აღდგა.
ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, ასეთი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა.

პარტია „საქართველოსთვის“ შეხვედრა განათების გამორთვის მიუხედავად არ ჩაშლილა და  მობილური ტელეფონების განათებით გაგრძელდა. მოსახლეობა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს საკუთარი რაიონის პრობლემებსა და მოსაგვარებელ საკითხებზე ესაუბრა: შეხვედრაზე განიხილეს ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი დაურეგისტრირებელი მიწები, წყლის გაუმართავი მილები, რომლებიც ზამთრის პერიოდში სკდება და მოსახლეობა წყლის გარეშე რჩება, აფთიაქის არარსებობა და სხვა საკითხები .
„ხალხმა მშვიდად და გაჭირვების გარეშე უნდა იცხოვროს. მეც ახალი პოლიტიკოსი ვარ. ექიმი ვარ და როცა ფეხზე ოპერაცია დამჭირდა და მივხვდი, რომ ხარისხიანად ვერ გამიკეთეს, ამან დამანახა რომ ბევრი რამე შესაცვლელია. ამიტომ ვარ აქ, თქვენს გვერდით, რადგან მინდა რომ მშვიდად და უსაფრთხოდ ვიცხოვროთ. ჩვენ არჩევნების მერე სხვებივით არ დავიკარგებით და კვლავ თქვენს გვერდით ვიქნებით“ – განაცხადა ვატო გვაზავამ და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული პრობლემების გადაჭრა რეალურია.

Leave a Reply