გია ჯიჭონაია

საქართველოს ევროპის სხვადასხვა წმინდა სავანეებიდან საჩუქრად გადმოეცემა:

1.უფლის ჯვრის ნაწილი (სანტა-კროჩე. იერუსალიმი რომში).

2.უფლის დაკრძალვის სუდარის ნაწილი (ახენის ეპარქიის, ახენის საკათედრო ტაძრიდან).

3.უფლის მოსასხამის ნაწილი (ათონი. კონსტამანტის მონასტერი).

4.უფლის წამების ღრუბელი (იტალია. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრიდან)

5.ეკლის გვირგვინის ნაწილი (სენტ-შაპელი, პარიზის მონასტრიდან).

6.უფლის წამების ჯოხის ნაწილი(ათონი, დიდი ლავრა).

7.უფლის მოსასხმის ნაწილი (ესპანეთის ქალაქ ოვიედოს სან-სალვადორის ტაძრიდან)

8.ქრისტეს ტუნიკის ნაწილი (გერმანია, ტრირის ტაძრიდან)

9.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსის ნაწილი (ქალაქ შარტრის საკათედრო ტაძრიდან)

10.ღვთისმშობლის, ქსოვილის სარტყლის ნაწილი (ახენის ეპარქიის ახენის საკათედრო ტაძრიდან).

11.ღვთისმშობლის ტუნიკის ნაწილი (ახენის ეპარქიის ახენის საკათედრო ტაძრიდან).

12.ღვთისმშობლის სარტყლის ნაწილი (ათონი, ვატოპედის მონასტერი).

13.ქვები ღმრთისმშობლის სახლიდან (იტალია, ლორეტო, ბაზილიკა.”წმინდა ქოხი”)

14.ქვა ღმრთისმშობლის საფლავიდან (იერუსალიმი. ღმრთისმშობლის მიძინების გამოქვაბულის ტაძარი გეთსემანიაში). გადაცემულია მორწმუნეებისთვის საპატიოდ თაყვანისცემისათვის.

ასევე საქართველოში საჩუქრად ჩამოდის: წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა ბარბარეს, წმინდა მატრონას და ასეულობით წმინდანთა ნაწილები და ამ ყველაფერს აკეთებს ცნობილი მეცენატი, გიორგი ბერიშვილი.

Leave a Reply