“ლელოს” სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. წუელ ასეთი შეხვედრის დროს ნასაგურში მოულოდნელი სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

მოვლენის შესაფასებლად ტელეკომპანია “ახალი” კაანდიდატს დაუკავშირდა.

-სამგორის რაიონში მდებარე სოფელ ნასაგურში მოულოდნელი სტიქიის ეპიცენტრში აღმოვჩნდით. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სახლებს სახურავები მოხადა და დააზიანა. ყველაზე მძიმედ ტორაძეების ოჯახი დაზარალდა, სახლს სახურავი მოძვრა და სანახევროდ სრულიად დაინგრა.

ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვებით, სასწაულად გადაურჩა ნგრევის შედეგად გამოწვეულ საფრთხეს. ისინი ნათესავებმა შეიფარეს. სამაშველო სამსახური დროულად გამოვიძახეთ, თუმცა სოფელში ამოსასვლელი გზა სრულიად ჩახერგილი აღმოჩნდა წაქცეული ხეებით, რომელიც სამაშველო ჯგუფმა დროულად გაანთავისუფლა.

სასწრაფოდ! მოვუწოდებ ხელისუფლებას აღრიცხოს ყველა დაზარალებული ოჯახი და დროულად აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება!-განაცხადა ჩვენთან საუბარში გულიკო ზუმბაძემ.

Leave a Reply