გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით

24 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს. 27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25 გრადუსამდე დათბება.
🌡ქ. თბილისში 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე დათბება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *