ამ წუთებში კანცელარიასთან ტარდება შშმ პირების მშობლების აქცია. მოთხოვნა იყო შშმ პირებისთვის პენსიის გაზრდა. კადრებზე ხედავთ 10 მშობლის აქციას რამდენი პოლიციელი ხვდება კანცელარიასთან,მაშინ როცა მშობლების წერილობით მოთხოვნაზე პასუხის ღირსიც არ გავხდით. რაოდენ დამამცირებელია დედისთვის,ქვეყნის პირველი პირი პასუხის ღირსადაც რომ არ გთვლის, ეს თქვენთვის მომინდია.
1)იცით რას ნიშნავს შ.შ.მ პირის მეურვეობა?
2)იცით როგორ ექცევიან,შ.შ.მ პირებს და მათ მეურვეებს განვითარებულ ქვეყნებში?
3)იცით რამდენია შ.შ.მ პირის პენსია?
4)იცით რამდენი დრო სჭირდება მეურვეს, რომ მიხედოს შ.შ.მ პირს? და ა.შ.
1) შ.შ.მ პირის მეურვეობა-ეს არის შენი დროის 99%-ი,შენი ნერვების 100%, შენი განათლების 100%-ით გამოყენება.დიდ ომში (სოციუმთან ვგულისხმობ) გლადიატორობას!
2) მსოფლიო სახლემწიფოები მათ უნარებს მაქსიმალურად იყენებს (ქვეყნის განვითარებისთვის) და მეურვეები (მშობლები) ამ ბავშვის პენსიით “უზრუნველად” ცხოვრობენ.სახელმწიფოს გათვიცნობიერებული აქვს მათი მდგომარეობა (როლი)და ყველაფერს აკეთებს მათი ადაპტაციისთვის! 3) შ.შ.მ პირის პენსია 250ლარია საქართველოში. 4) მეურვეს რომელმაც საკუთარი დროის 100% უნდა მოახმაროს შ.შ.მ. პირს.აპრიორში ვერც მუშაობს ,დროის უქონლობის გამო .გამოფენილი აქვს დიპლოლები,სერთიფიკატები,ფლობს რამოდენიმე ენას უნდა იმყოფინოს სამარცხვინო გროშები .საკუთარი თავისთვის და შვილისთვის.
ეს ის რეალობა ,რომელშიც ვცხოვრობთ საქართველოში.

Leave a Reply