“არის პედოფილიის მაგალითები, მათ შორის არის ნარკოვაჭრობა და ასე შემდეგ, ამ ყველაფერზე არანაირი რეაგირება არ აქვს საპატრიარქოს, ზუსტად ამიტომაც, ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი მკაცრი მოთხოვნა შესაბამისი მღვდელმთავრების მიმართ, მე ჩემ პირობას შევასრულებ და გამოვაქვეყნებ ამ სიას, ვინ უნდა დატოვოს დაუყოვნებლივ სინოდის შემადგენლობა და რა უნდა იმოქმედოს სინოდმა საეკლესიო სამართლის ფარგლებში, რასაც არ აკეთებს ჩვენი სინოდი და საპატრიარქო”, –თქვა ილია ჭიღლაძემ 

დეკანოზ ილია ჭიღლაძის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – სასულიერო პირი დღეს, სავარაუდოდ, იმ პირთა სიას გამოაქვეყნებს ვინც სხვადასხვა დანაშაულებშია ბრალდებული და სინოდი უნდა დატოვოს. ილია ჭიღლაძემ სასულიერო პირებს ორი დღის წინ ვადა მისცა და ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს მოუწოდა საკუთარი ნებით და ბოდიშის მოხდით  დაეტოვებინათ ეპარქიები, სინოდი და წოდება.

Leave a Reply