„ორი პრინციპულად ახალი მედიკამენტი შემოვა. ერთია ბარიციტინიბი, მეორეა მონოკლონური ანტისხეულები. ორივე მედიკამენტი არის სულ ბოლო სიტყვა კოვიდის მკურნალობაში და დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტებად ითვლება. ჯერჯერობით რამდენიმე წამყვანი ქვეყანა თუ იყენებს. რამდენადაც ვიცით ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, იტალია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი რომელიც ამ ორი მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს ამ კვირის განმავლობაში და ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღებს. ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რემდისივირის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ ორ მედიკამენტს ალტერნატივა არ გააჩნია.

Leave a Reply