გიორგი ჭილაშვილი რეგალია

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელის ასეთი დამაჯერებელი განცხადება, მისაღები იქნებოდა თქვენი საუბარი თქვენსავე საქმეს რომ ასახავდეს, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენმა უცხოელმა პარტნიორებმა თუ იციან ის “ობიექტურობის” ხარისხი რაც გეამაყებათ!ასევე საინტერესოა თუ აცნობთ რა შეცდომებს და ხარვეზებს უშვებთ!
ასევე უნდა ითქვას რომ თქვენი “პივიტი” მცდარია, რაც წინა არჩევნებმა დაადასტურა, სადაც ძალიან დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვით. ასევე შევეხოთ სანდოობას რატომ გგონიათ, რომ საზოგადოებაში სანდოობა გაქვთ, როდესაც თქვენი პარტნიორი ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევით ეს სანდოობა საზოგადოებაში 4 % არ აღემატებოდა.
ეს ბოლო პერიოდი, აქტიურად ვადევნებ თვალს საარჩევნო პროცესებს და ახალი ადმინისტრაციის მუშაობას და უყურადღებოდ არც თქვენი შუალედური ანგარიშებს ვტოვებ სადაც ძალიან არა საქმიანი და არაობიექტური შეფასებები გაქვთ და ის დონე რომელსაც ასე ხაზს უსვამთ ტყუილია რადგან კვლევა და ანგარიში გაჯერებულია სიტყვებით სავარაუდო, დაახლოებით, მიახლოებით და ასე შემდეგ ეს კი ნიშნავს რომ თქვენ ზუსტად ვერაფერს ამბობთ, რაც სამწუხაროა და პირიქით თქვენს არაკვალიფიციურობას უსვამს ხაზს!
თქვენთვის კარგი რჩევა იქნება , ზუსტად ასახეთ თქვენივე დამკვირვებლების მოცემული ინფორმაციები , მათ დაუჯერეთ და ნუ ცდილობთ ვითომ დახვეწილი ტექსტებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას! ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ნამდვილად იმუშავებთ კარგად დააკვირდებით და ობიექტურად ასახავთ რეალობას, ეს არჩევნები როგორც სახელმწიფოსთვის ასევე ოპოზიციისთვის და რა თქმა უნდა თქვენთვისაც გამოცდა იქნება და ჩვენ საზოგადოების ნაწილი ამ ყველაფერს დავაკვირდებით და ობიექტური შეფასებები, რაც არის ამას შემდგომ განახებთ!

Leave a Reply