გია გაბრიჭიძე

ჟურნალისტი

„უნამუსო წუმპეში ჩავარდა და როგორ გავგრილდიო“
ერთი რელევანტური შეკითხვა მაქვს – ვთქვათ მიხვედით რესტორანში, ნახეთ რომ მშვენიერი მენიუა. შეუკვეთეთ სასურველი კერძი და . . .
აღმოჩნდა, რომ მზარეულთა მთელი შემადგენლობა საერთოდ აზრზე არ არიან არამც თუ როგორ უნდა მოამზადონ რაიმე დელიკატური კერძი, არამედ ჩაისთვის წყალსაც ვერ აადუღებენ, როგორ მოიქცევით?
ცხადია იმ რესტორანში მიხვალთ კი არა, ახლოსაც არ გაივლით.
ჰოდა ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED), იმ რესტორანზე რითია უკეთესი?
იმ მარაზმის შემდეგ, რაც მათ 2020-ის არჩევნებზე ჩაიდინეს (საკმაოდ დიდ ხანს მალავდნენ არჩევნების შედეგებს) მხოლოდ ერთი „მზარეული“ შეცვალეს, ხოლო მთელი სტაფი უცვლელად დატოვეს.
ახლა კი გამოდიან და პირდაპირ გვაშინებენ – ამერიკას წარმოვადგენთ და თუ ვთქვით ჩვენი ცოცორი კიტრია, უდაო ჭეშმარიტებააო.
ამბობენ, რომ ცესკო რას წარმოადგენს, ჩვენ უკეთ ვითვლითო.
არადა „კაპიტან“ გიგაურის მიერ 7 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ე.წ. არასამთავრობო სექტორს ყველაზე ნაკლები ადამიანი ენდობა.
თავიანთი კვლევების მიხედვითაც სრული უნდობლობა აქვთ მოსახლეობაში.
ვერაფრით ვერ გაიგეს ამ ტიპებმა, რომ „პლასტმასის ვაშლებს“ აღარავინ ჭამს, ვერ გაიგეს, რომ მათი ვითომდა სერტიფიკატები არაფერს ნიშნავს.
ვერაფრით გაიგეს, რომ ისეთ საქმეში როგორიც არჩევნებია (სხვა საქმეებშიც) მთავარია სიმართლე და სინდისი.
ასე რომ ტყუილად გვაშინებთ თქვენი ბლაგვი (Тупои) განცხადებებით. არც გვეშინია და არც გენდობით
https://www.facebook.com/isfed.official/videos/2986470264963681

Leave a Reply