პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის აქცია განათლების სამინისტროსთან

დავით ფერაძე

ცენტრის ხელმძღვანელი

უწყება, რომელიც ციხე-სიმაგრეა; უწყება, რომელიც 500 ლარიან ხელფასს (ეს მაქსიმუმია) აყვედრის მასწავლებელებს და მათ რამდენიმე თვეში სამსახურიდან გააძევებს – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აი, როგორ გვძარცვავს ის: სამინისტროს მხოლოდ პრაფანი ხელმძღავენელი პირების ყოველთვიური ანაზღაურება დანამატიანად 194,404 ლარია, ანუ 388 გასაშვები მასწავლებლის ხელფასი ერთად აღებული;

ამ ჩაკეტილ და კომუნიკაციამიუღწეველ “კანტორაზე” მთლიანობაში 503 799 ლარი იხა-რჯება, ანუ 1008 გასაშვები მასწავლებელის ერთად აღებული ხელფასი. მინისტრის მოადგილეები, მათ შორის ეკატერინე დგებუაძე, რომელმაც დღეს კარი არ გაუღო პედაგოგებს, თვეში 5950 ლარს იღებს, ანუ ეს არის 11 კარმიხურული პედაგოგის ერთად აღებული ხელფასი.

სხვანაირად, ერთი გასაშვები მასწავლებელი, რა ხელფასსაც 11 თვეში იღებს, მოუცლელ დგებუაძეს ის მხოლოდ ერთ თვეში ერიცხება. დაახლოებით ასეთივე ხელფასები აქვთ სხვა „სწორუპოვარ“ მოადგილეებსაც… ხო, კინაღამ დამავიწყდა: მინისტრი რომ არის, გეცოდინებათ, ალბათ… ხო, ხო ჩხენკელი. მაგის ანაზღაურება 6250 ლარია, ანუ, 12 გასაშვები მასწავლებლის ერთად აღებული ხელფასი. დღეს, ამ ბატონის მოუცლელობის მიზეზად მივლინებაში ყოფნა დაასახელეს. მერედა, იცით ეს მივლინება საშუალოდ რა ჯდება? რა და 5000 ლარზე მეტი.

ანუ 10 გასაშვები პედაგოგი რასაც იღებს ერთად. ეს მონაცემები მხოლოდ „შრომის“ (ოღონდ, ვერ გეტყვით რა შრომის) ანაზღაურებაა, დანარჩენ ხარჯებზე შემდეგ ვისაუბრებ. აი, კადრებში ჩანს ამ ადამიანების ხალხთან დამოკიდებულება. უკეთეს შემთხვევაში, მათ, თურმე, დრო არ ჰყოფნით, უარეს შემთხვევაში კი რაც იკადრეს, აქაც ხედავთ. და რატომ ქვია რადიკალური ნაბიჯი იმას, რომ ამათ შეუვარდე და გამოყარო კაბინეტებიდან?

Leave a Reply