სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გარდა, შესაძლოა, მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს. ეს კომენტარი მედიასთან სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ გააკეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ არის ეს სხვა ჟურნალისტი.

გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ დაბარებულ იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად, ჩვენს მიერ მიეცა რეკომენდაციები უსართხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

გამოძიების ინფორმაციით, და მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად შეკვეთის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც”-განაცხადა მგელაძემ.

Leave a Reply