გია გაბრიჭიძე

ჟურნალისტი

ზუსტად ისე, როგორც ნიუ-იორკის კრიმინალური სამყარო კონტროლდებოდა მაფიის 5 ოჯახის მიერ, ქართულ სამოქალაქო სექტორს 3 “არასამთავრობო” ორგანიზაცია აკონტროლებს.
“კაპიტან გიგაურის რაზმი”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “სამართლიანი არჩევნები” სრულად გადაიქცნენ ნაციონალური მოძრაობის დანამატად და საბჭოთა ჩეკისტების მსგავსად უაზრო და აშკარად მიკერძოებული საჩივრებით დაატერორონ საარჩევნო კომისიების რიგითი თანამშრომლები, ხოლო ბობოლა ნაცების აშკარა დარღვევები კი შეამჩნიონ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოახდინონ.
მათ შეუძლიათ უსაფუძვლო საჩივარი დაწერონ უბრალო ადამიანზე და ცესკოს ნაცი წევრის დასწრება მელიას საარჩევნო შეხვედრაზე უბრალოდ გაატარონ.
მათ თავიანთი მიკერძოებული და მდაბიო ქმედებით სამოქალაქო სექტორის სრული დისკრედიტაცია მოახდინეს, რამაც მათ მიმართ ნდობის ხარისხის ნულამდე დაცემა და ამ რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ზოგიერთი ევროპელი პარტნიორის გაკვირვება გამოიწვია.
და პრინციპში რატომ არის გასაკვირი მათი უმდაბლესი რეიტინგი და ნდობის ხარისხი, როცა საქართველოში მათი გაკეთებული არც ერთი წესიერი საქმე არავის უნახავს?

Leave a Reply