„სააკაშვილი საქართველოში არ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ის ექსპრეზიდენტს კლოუნს უწოდებს და ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი არასერიოზულობა.

„ნეტა ყოფილიყო საქართველოში. ამით კიდევ ერთხელ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში. მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო საქართველოში არაა ჩაწერილი. ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

Leave a Reply