უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა, გიორგი ზაქარაშვილი 2019 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან გამოწვეული იქნა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან და იგი საქმიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს

Leave a Reply