პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს, პლენარულ სხდომაზე მიიღებს. პლენარული სხდომა პარლამენტში 12 საათზე იწყება.

ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უკვე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას მანდატი შეუწყდეს.

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე კი პარლამენტს მიმართავს, ეს არ გააკეთონ. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ნიკა მელიამ თავად მიმართა.

 

Leave a Reply