“გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა, ირაკლი ღლონტმა, ის მტკიცებულებები გაასაჯაროვა, რომელიც მისი თქმით, არჩევნების ამ ფაქტებს ადასტურებს. ოქმის თანახმად, 41-ე უბანზე 3 ბიულეტენია დაკარგული, რაც კომისიის წევრებმა გარიგების შედეგად დამალეს.

იურისტი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ირაკლი ღლონტის თქმით, გარიგებაში წარმომადგენელიც არის გარეული.

“ვწუხვართ, რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა მიიღო, საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა. სამწუხაროდ, მათ შემაჯამებელ ოქმში, არ ასახეს ბიულეტენების დაკარგვის ფაქტი. ჩვენთვის გაუგებარი მოტივით, შედგა კანონგარეშე შეთანხმება კომისიის წევრებს შორის, რაც თავის მხრივ ასევე წარმოადგენს დანაშაულს. გვსურს მივმართოთ, საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება,”- განაცხადა რაკლი ღლონტმა.

ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ამავე უბანზე “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელმა რიმა შარაშენიძემ, რომლის თქმით, დარღვევაზე კომისიის წევრებს რეაგირება არ ჰქონიათ.

Leave a Reply