ნიკა ფხიკიძრ

ორგანიზაცია “ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის” უკვე წლებია წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს აკვირდება. წელსაც ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული არჩევნების პროცესში და არჩევნების დასრულების შემდეგ დღემდე საჩივრებსა და დარღვევებს შეისწავლის.

როგორ შეფასებას მისცემს წლევანდელ  საარჩევნო კამპანიას ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი და  რა  შეფასებას მისცემს ცესკოს? ამ და სხვა  კითხვებზე სასაუბროდ ნატალია ხოხიაშვილი ტელევიზიაში გვესტუმრა.

 

  •  მადლობა რომ მობრძანდით, უშუალოდ სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდეთ, მოკლედ გვითხარით თქვენი ორგანიზაციის შესახებ. 
  • ჩვენი ორგანიზაცია “ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის” 2009 წელს დაფუძნდა, ძირითადი მიმართულებაა არჩევნების მონიტორინგი და ადამინების უფლებების დაცვა, მათ შორის მრჯავრდებულთა უფლებების დაცვა. უშუალოდ 2012 წლიდან ვაკვირდებით არჩევნებს, კანონი არსებობდა რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია 2 წლის უნდა ყოფილიყო არჩევნებზე დაკვირვება რომ შეძლებოდა, ასე რომ 2012 წლიდან აქტიურად ვაკვირდებით ნებისმიერი სახის საარჩევნო პროცესებს, ეს იქნება საერთო შუალედური თუ რიგგარეშე.

 –როგორ გარემოში მიმდინარეობდა 2021 წლის თვითმართველობის არჩევნები?

 –ერთი შეხედვით საარჩევნო გარემო იყო მშვიდი 2020 წელთან შედარებით, მაგრამ არც ასე ვარდისფერ ფერებში არ ყოფილა ყველაფერი, მართალია ხელისუფლება აკეთებდა და ანხორციელებდა საარჩევნო კამპანიას ტრადიციულს, წარდგენებით, პროგრამებით ძალიან მშვიდად, მაგრამ ოპოზიციის პარტიებს სხვა დღის წესრიგი ჰქონდათ.

ვეთანხმები ხელისუფლების წარმომადგენლებს, როცა არჩევნებზე მიდიხარ მაშინ პარტიების პროგრამებიც უნდა იყოს წარდგენილი, მაგრამ ეს არჩევნები თავისი სტატუსით  არ იყო ჩვეულებრივი თვითმართველობის არჩევნები, ყოველ შემთხვევაში ასე სურდა წარმოეჩინა ოპოზიციას.

-ცესკოს მუშაობას როგორ შეაფასებდით 2021 წლის საარჩევნო პროცესების დროს?

 –იცით რა, როგორც ასეთი ცესკოს რაიმე თვალსაჩინო ხარვეზები არ ჰქონია, საკმაოდ მოწესრიგებული გარემო ჰქონდათ ცენტრალიზებულად პირველად იყო, რომ ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა სხდომები, ახალი თავმჯდომარე ყველა გადაწყვეტილებას რაც კი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო საკამათო უთანხმებდა პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუნდაც ახალი კაბინები, ესეც ყველანაირად შეთანხმებულად მოხდა ცენტრალიზებულად იყო გამართული ცესკო.

 ჩვენს ორგანიზაციას არ ჰყოლია ბვრი წარმომადგენელი, სულ 10 წარმომადგენელი გვყავდა წარდგენილი, თუმცა ვთანამშრომლობდით სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საერთო ჯამში რაიმე ისეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა არც რეგიონებში და არც დედაქალაში.

 –თქვენი შეფასებით ეუთო/ოდირი კრიტიკულად იყო განწყობილი საქარძთველოში საარჩევნო პროცესების მიმართ რამ გამოიწვია ეს და რა დასკვნას გააკეთებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით

 –ასეთი მკაცრი შეფასება როგორიც ახლა  აქვს ეუთო/ოდირს, აქამდე არასოდეს არ მინახავს,  მათ გააკეთეს ძალიან მკაცრი შეფასებები.

 -მეორე ტურს თუ ელოდით ან როგორ  ფიქრობთ-ჰქონდა მტავრობას ან ოპოზიციას მეორე ტურის მოლოდინი?

 –დარწმუნებული ვარ მმართველ პარტიას არ ეგონა, 8 საათზე, არჩევნების დასრულებისთანავე ისინი გამარჯვებას აღნიშნავდნენ.

 –რამ გამოიწვია ის მიზანმიმართული შეთევა ორგანიზაციის სერვერებზე და რამდენად მალე გამოსწორდა ეს

 –დიახ სწორედ ეს იყო მიზან მიმართული შეტევა სერვერებზე, რომ შეფერხებულიყო ფუნქციონირება, მაგრამ ჩვენმა ორგანიზაციამ მალევე აღმოფხვრა პრობლემა და მალევე გაგრძელდა სრულფასოვანი ფუნქციონირება.

როგორ ფიქრობთ, ყოველი შემდეგი არჩევნები წინასთან შედარებით პროგრესს რატომ ვერ განიცდის?

 –სამწუხაროდ, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან ისე უტკბებათ, რომ მისი დათმობა უჭირთ ყოველი ახალი არჩევნების დროს ხელისუფლება ახალ- ახალ მანიპულაციებს იგონებს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება.

 –რას ეტყოდით იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავს იკავებენ არჩევნებზე წასვლისგან?

 –ეს არის ყველაზე ცუდი, როდესაც ადამინი ფიქრობს, რომ მისი ხმა არაფერს არ წარმოადგენს, არადა ის ერთი ხმა შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს. ჩვენ გვქონდა შემთხვევა წინა თვითმართველობის არჩევნებზე თიანეთში თამაზ მეჭიაურმა 4 ხმით მოიგო და გახდა თიანეთის მერი. ჩვენ ვატარებთ კამპანიებს და მოვუწოდებთ ხალხს, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია, თუნდაც არ მოგწონდეს ან ხელისუფლება ან ოპოზიცია, მაინც უნდა მიხვიდე არჩევნებზე, რადგან არ მისვლით შენი ხმა არ გახდეს კონკრეტული მანიპულაციების საშუალება.

-30 ოქტომბერს დაინიშნა მეორე ტური, რამდენად აქტიურად იქნება თქვენი ორგანიაზია ჩართული ამ პროცესებში?

 –ისევე როგორც 2 ოქტომბერს ვიყავით აქტიურად ჩართულები საარჩევნო პროსესებში, ასევე იქნება 30 ოქტომბერსაც,  ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით საარჩევნო პროსესებს.

Leave a Reply