წამახალისებელმა ლატარიამ გარკვეულად იმუშავა, მაგრამ, რომ გითხრათ, დიდი სტიმული მისცა, ასე ნამდვილად არაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა

მისივე თქმით ვაქცინაციის მარათონში ორ დღეში 150-მდე ადამიანი აიცრა.

„მარათონი 18 ოქტომბერს დავიწყეთ და პირველ დღეს 4 სოფელში, დაახლოებით 101 ადამიანი აიცრა. შემდეგ დაემატა იგივე 4 სოფელში 50-მდე ადამიანი. გაგრძელდა ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში. იმედი მაქვს, თანდათან ეს მოიმატებს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის ტემპი დაეცა. ვინც იყო მოტივირებული, მოვიდნენ და აიცრნენ. ახლა მეორე ნაბიჯია, რაც ახლა კეთდება, მივიდეთ ადამიანებამდე და მესამე პირდაპირი ან არაპირდაპირი მანდატორიზმი. რაც შეეხება წამახალისებელ ლატარიას, გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, დიდი სტიმული მისცა, ასე ნამდვილად არა. რაც შეეხება ახალ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, ეს ძირითადად არის სოფლის მოსახლეობაზე გათვლილი. 10 დღე უნდა დაველოდოთ ამ მარათონის შედეგებს და შემდეგ ვნახოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Leave a Reply