გია გაბრიჭიძე

ჟურნალისტი

ნეტავ ვინ იყო ის შავი კაცი?
აღმოჩნდა, რომ ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ყოფილა, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სულ ცრემლები აღვარღვალა – ფოთში საარჩევნო კომისიებს თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივნები ტოვებენო.
აუჰ, თავიდან შევჩქვიფდი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ცესკოში 62000 ადამიანი მუშაობს და სრულიად ნორმალურია, რომ რამდენიმე მათგანი ავად გახდეს, ან ოჯახში რაიმე აუცილებელი საქმე გამოუჩნდეს ან ბოლოსდა-ბოლოს აღარ მოუნდეს საარჩევნო კომისიაში მუშაობა.
კი ბატონო, სრულიად ნორმალურია, მაგრამ ამ ნაცებმა ხომ სიტყვა „ნორმალური“ რას ნიშნავს არ იციან.
არაუშავს.
ისხდნენ და იტირონ

Leave a Reply