გიორგი ჭილაშვილი

-ჩემო მეგობრებო, ერთ-ერთი წინა შეფასების დროს ვახსენე, რომ არჩევნები არის საკითხი, რომელზეც რა თქმა უნდა ყველას ერთი და იგივე შეფასება ვერ ექნება, რადგან ყველას საკუთარი მსაზღვრელით საზღვრავს, მაგრამ, ხომ არსებობს ობიექტური შეფასება! ამიტომ მთავარია საკუთრივ პიროვნების შეფასება ახლოს მაინც იყოს, იმ, ობიექტურ შეფასებასთან, რომელსაც ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს და აქვეყნებს!

რატომ შეგახსენეთ ეს ინფორმაცია მოგახსენებთ შემდეგ აბზაცში!

არ შემეძლო უყურადღებოდ დამეტოვებინა ბოლო განცხადება, ლევან თარხნიშვილის, რომელიც ცესკო თავმჯდომარე გახლდათ 2007 – 2010 წლებში. ეს პიროვენება დღეს გარკვეულ ბრალდებებს უყენებს ცესკოს ადმინისტრაციას, რაც მარტივად რომ ვთქვათ სასაცილოა, რადგან არანაირი მორალური უფლება არ აქვს ამ ადამიანს არჩევნებზე ილაპარაკოს, რადგან დღევანდელთან შედარებით მის დროს ცესკო საერთოდ არ ითვლებოდა გამჭვირვალე ორგანიზციად და არანაირი სიახლე, რასაც ჩვენი პარტნიორები მიესალმებიან არ ყოფილა განხორციელებული, ამიტომ მას მოვუწოდებთ, რომ ან იყოს ობიექტური შეფასებებში, ან კიდევ საერთოდ თავი დაანებოს მსგავსი განსხადებების გაკეთებას, ცესკოს თავმჯდომარედ ნამუშევარ ადამიანს ყველა ახალ ცვლილებაზე აქვს ინფორმაცია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ რა შეუძლებელი და სანატრელი ცვლილებები გაატარა ახალმა ადმინისტრაციამ! ამიტომ უბრალოდ ამის არ დანახვა ვფიქრობ სამარცხვინოა.

Leave a Reply