“სახალხო პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაცია 22 ოქტომბრიდან კამპანიას “დაბეგრეკაზინო” – ს იწყებს.

-ხვალიდან კანცელარიასთან 12:00 სთ.ზე დაიწყება კამპანია #დაბეგრეკაზინო”

ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია აპირებს, რომ წამოიწყოს პერმანენტული, ეფექტური, ფართომაშტაბიანი კამპანია ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
☝🏼ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს სათამაშო ბიზნესის მიმართ, არის მინიმუმ არასამართლიანი, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ფარულ
ინტერესებზე. (ამაზე მოგვიანებით გაცნობებთ კამპანიის მსვლელობისას). ვამხელთ ამ ფარულ ინტერესებს‼️
🔊გვინდა მოგიწოდოთ ყველას და თითოეულს, ვისაც მიგაჩნიათ, რომ ეს თავგასული და უსამართლო პრივილეგიებით გაზულუქებული ბიზნესი უნდა დაემორჩილოს საყოველთაო კანონს და იხდიდეს შესაბამის გადასახადს ბიუჯეტის, ანუ ხალხის სასარგებლოდ.
🔊ვისაც გსურთ, რომ გაუმჯობესდეს თქვენი, ან თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ფინანსური და სოციალური მდგომარეობა, ჩაერთეთ ამ კამპანიაში და დარწმუნებულები იყავით, რომ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ამ მთავრობის ხელში, თუ არა, შემდეგი კოალიციური მთავრობის ხელში მაინც.
🔊მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკოსებს, პარტიებს, ორგანიზაციებს, მედიას, არასამთავრობოებს, ნებისმიერ მსურველს, ერთად ჩავერთოთ ყველა ამ კამპანიაში, რადგან #დაბეგრეკაზინო გახდეს საყოველთაო ეფექტური და შედეგიანი კამპანია.-აცხადებენ ახალგაზრდული ფრთის წევრები.

Leave a Reply