ღარიბაშვილის განცხადებებს, რომელსაც ის რეგიონებიდან აკეთებს ბოლო ორი დღეა და ოპოზიციას ემუქრება, ენმ-ს მერობის კანდიდატი ქუთაისში, ხატია დეკანოიძე ეხმაურება

“ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას.

პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი “დაიჩაგრება”.

კონტროლი აქვს დაკარგული ეს გასაგებია, მაგრამ ის რაც დღეს თქვა არის საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადი” – წერს ხატია დეკანოიძე.

ღარიბაშვილის განცხადება სენაკში.

Leave a Reply