ლიკა გამრეკელი

-ოცნების დაანონსებულ აქციას ძალიან მოკლედ შევეხები, რომ ეთქვათ ხალხს სჭირდება დღეს შეკრება, რადგან მომწიფდა უმრავლესობაში ეს სურვილიო, აუცილებლად გავიდოდი! მაგრამ პარტიულ თავშეყრაზე რავიცი რა ვიცი…

წინა ესეთი თავშეყრა მახსოვს კარგად.
მაშინ კარავში ვიჯექი და პარტიული თავშეყრა ჩვენ მოგვაკერეს, თქვეს ვითომ ჩვენ ვუწევდით ორგანიზებას და არცერთი პარტიულ ორგანიზატორს ერთი სტატუსიც კი არ დაუწერია, განცხადებაზე ზედმეტია ლაპარაკი, რომ ეს ცილისწამება უგუვებელყო. მქონდა მცდელობა კომუნიკაციის მაშინ, პარტიულ სეგმენტთან, ვისაც ეხებოდა ამ ღონისძიების ორგანიზება მაგრამ რეაგირება 0, ხოდა რავიცი გატანა რომ არ იცი შენი მხარდამჭერის ან უბრალოდ მოქალაქის, მერე ეს მხარდამჭერი უბრალოდ კითხვას სვამს: რატომ უნდა გავიდეს იქ, სადაც ნივთად მიიყვანენ და მისი არსებობა მაშინვე ავიწყდებათ როგორც კი ბიულეტინში შემოგხაზავთ?!

გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი

Leave a Reply