გია გაბრიჭიძე

-არჩევნებამდე 5 დღე დარჩა და ცხადია ნაცები და ე.წ. კრიტიკული მედია ფორსირებული შეტევისთვის ემზადება.
“საარტილერიო მომზადება” სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს და ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი ლოკაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.
ჩვეული ჭიჭყინა სტილი, სხვადასხვა სიცრუით შეფუთული ბუნებრივია ემსახურება საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და გარკვეულწილად ნიჰილიზმისა და უნდობლობის ფონის შექმნას.
პირველი ტურის შემდეგ ხელახლა გადათვლილ უბნებზე მოთქვამენ, რომ გადათვლა არასწორად მოხდა (საინტერესოა, თუ რაიმე არის მისაჩქმალი, რატომ ინახება შესაბამისი ვიდეოები 31 დეკემბრამდე?)
სად არიან ოპოების დანიშნული წევრები, რომლებიც სწორედაც ვიდეო-გადაღებები ებარათ?
და მთავარი – ოპოტელევიზიებში ყველაზე ჭკუის-საკითხავ ორგანიზაციად, მრავლგზის დისკრედიტირებული ე.წ. სამართლიანი არჩევნები ითვლება და ყველასთვის ცხადია, თუ რატომაც: ამ ორგანიზაციას არა აქვს უმთავრესი, რაც უმნიშვნელოვანესია ისეთ საპასუხისმგებლო საქმეში, როგორიც არჩევნებია – არა აქვს სინდისი!
მოკლედ რომ ვთქვა, ცდილობენ წინასწარ შექმნან აზრი, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის. ასე რომ ეს “არტმომზადებაც” სულ ტყუილი დროის ხარჯვაა

Leave a Reply