-რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური,გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან მით უფრო გააქტიურდა დეზინფორმაციული კამპანია არჩევნებთან დაკავშირებით.
როცა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მოქმედებენ “საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად,ხოლო გარკვეული დესტრუქციული ძალები (პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები) მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დისკრედიტაციას და არჩევნების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ,ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართული მხარეების წარმომადგენლებს,რომელთა ორგანიზაციებიც გამოირჩევიან არაობიექტურობითა და რადიკალიზმით,არ გაითვალისწინონ ხელმძღვანელი პირების დირექტივები,თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისგან და უარი თქვან ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაზე.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები:
“დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის”
დირექტორი
დავით ლილუაშვილი
“მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის”
დირექტორი
მაია ხარაძე

Leave a Reply