-გუშინ ტელეკომპანია “მთვარი არხის” დაკვეთით “IPSOS-გლობალმა” არჩევნებთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით და შედეგების მიხედვით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში,თბილისის გარდა (რუსთავში,ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმში) “ენმ-ის” კანდიდატები იგებენ.

“მთვარმა არხმა” IPSOS-გლობალს არჩევნების პირველ ტურშიც დაუკვეთა კვლევა,რა დროსაც გამოკითხვის შედეგების მიხედვით “ქართულ ოცნებას” ჰქონდა 35%,არადა პირველი ტურის დროს “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა 47%.

როდესაც კვლევის მიხედვით ცდომილება არის 12 პროცენტი და არა +/- 2-3%,როგორც ეს ნებისმიერი კვლევის დროს ხდება,აღნიშნული მიუთითებს,რომ კვლევა ჩატარდა ან არაპროფესიულად,ანდაც არაობიექტურად.

ვფიქრობთ,”IPSOS-გლობალის” კვლევა არის რეალობას ამცდარი და არარელევანტური.არჩევნების მეორე ტურის შედეგების ობიექტურ სურათს კი დადებს კენჭისყრის დღე.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები:
1.მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი
მაია ხარაძე
2.დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი
დავით ლილუაშვილი

Leave a Reply