ევროპის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. შეხვედრას, რომელიც შერატონში, დახურულ ფორმატში შედგა, ცესკოს თავმჯდომარეც ესწრებოდა. მხარეებმა მისიის წევრებს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრიდან გამოსული “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, შეხვედრაზე მთავარი გზავნილი კი არჩევნების სათანადოდ ჩატარება იყო.

“განვიხილეთ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, რა თქმა უნდა, იყო კითხვები, როგორც პირველ ტურთან დაკავშირებით ასევე მეორე ტურთან დაკავშირებით. მთავარი გზავნილი არის ის, რომ რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა ჩატარდეს სათანადოდ. დამთავრდა ე.წ კრიზისი, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიგეთ ე.წ რეფერენდუმი. სამი წელი ამ ქვეყანას მიეცემა მშვიდად განვითარების საშუალება. არავითარი არჩევნები არ იქნება 2024 წლამდე და არავითარი მოლაპარაკებებიც არ იქნება 2024 წლამდე.თუ ვინმეს უნდა საუბარი, უნდა ისაუბროს საქართველოს პარლამენტში,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Leave a Reply