რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან, რადას დეპუტატები შევიდნენ. ალექსანდრ კოვალჩუკი ამბობს, რომ უკრაინა თავის მოქალაქეებს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ დატოვებს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად, ყველაფერს გააკეთებენ.

“ჩვენ ყველას, როგორც ქვეყნის წარმომადგენლებს, ერთი პოზიცია გვაქვს – ჩვენს მოქალაქეს მსოფლიოს არცერთ წერტილში არ დავტოვებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს.

ყველა ვნერვიულობთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 29 დღე შიმშილობისთვის, ძალიან დიდი დროა. აუცილებელია მისი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა,” – აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსანდრ კოვალჩუკი.

Leave a Reply