დავით ჩიხელიძე

ქართული ოცნების შემაჯამებელი ღონისძიებით გაბრაზებულმა, აგონიაში მყოფმა გვარამიამ საზოგადოებას საკუთარი სოციოლოგიური კვლევა შესთავაზა, კვლევა რომელიც პერსონალურად გვარამიას ეკუთვნის და არა რომელიმე ორგანიზაციას. ოცნების შემაჯამებელი ღონისძიების შემდეგ სოციოლოგიური კვლევა აზრს კარგავს, რადგან ნათლად გამოჩნდა ქართველი ხალხის ნება და კონკრეტული პარტიის რეიტინგი. კვლევა, რომ ყალბია და რეალობას არ ასახავს, ეს უდავო ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაკვირვებს მთავარი არხის პოზიცია, რომელიც ბოდიშის ნაცვლად უტიფრად აცხადებს, რომ საქმე უბრალოდ გაუგებრობასთან გვაქვს, ის რაც გვარამიამ იკადრა დანაშაულია და არა გაუგებრობა, დაუშვებელია წინასაარჩევნო პერიოდში, საკუთარი ინტერპრეტაცია კვლევად გაასაღო და ამით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანო.

საქმე უკვე გაფუჭებულია, საზოგადოება მოტყუებულია, იფსოსთან ხელშეკრულების გაწყვეტა კვლავ მოსახლეობის მოტყუებას ემსახურება და ფაქტს არ ცვლის, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია სოციოლოგიურ კვლევებს არა ჭეშმარიტების დასადგენად არამედ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს! რაც შეეხება კვლევას, როგორ შეიძლება ვენდოთ ორგანიზაციას და დამკვეთს რომლებმაც, წარსულში საზოგადოებას არაერთი მოდელირებული კვლევა და ტყუილი შესთავაზა, ზოგადად ყველა კვლევას აქვს ცდომილება, რომლის დაშვებულობის ზღვარი 2-2,5% არის, იფსოს შემთხვევაში კი ცდომილებამ 2020 წლის არჩევნებზე 14% შეადგინა, 2021 წლის არჩევნების დროს კი 15%.

მსგავს არაკომპეტენტურ ორგანიზაციას, ობიექტური ადამიანი კვლევას აღარ ჩაატარებინებდა, მაგრამ სად ობიექტურობა და სად გვარამია? კვლევაში პოლიტიკოსთა რეიტინგი, რომ თვითნებურად არის შედგენილი ეს ფაქტია, მაგრამ არის ერთი საინტერესო გარემოება, თბილისში არჩევნებს მელია აგებს.მთელი კვლევა სიცრუეზეა აგებული და მელიას რეიტინგიც გაეყალბებინა? ხელს რა უშლიდათ?

აღნიშნული გარემოება მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიშას ჩამოსვლის შემდეგ, ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირება და განხეთქილება დაიწყო, რომელიც კულმინაციას მეორე ტურის შემდეგ მიაღწევს

Leave a Reply