დავით ჩიხელიძე

არჩევნების მეორე ტურს და კენჭისყრის პროცედურებს აქტიურად ვაკვირდები, დილის 8 საათზე უბნების აბსოლუტური უმრავლესობა გაიხსნა და მზად იყო ამომრჩევლის მისაღებად, კენჭისყრის პროცედურამ ყველა უბანზე შეფერხების გარეშე, მშვიდ საქმიან გარემოში ჩაირა, გადასატანი ყუთის გასვლაც ორგანიზებულად ხორციელდება, პირველი ტურის მსგავსად არჩევნები მაღალ დონეზეა ორგანიზებული და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ცესკოს ადმინისტრატორებს აქვთ კომპეტენციის მაღალი დონე, რაც წარმატებული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა, კარგად დაწყებულ საქმეს კარგად გაგრძელება და დასრულება სჭირდება,იმედი მაქვს პოლიტიკური სუბიექტები არჩევნების მიმდინარეობაში საკუთარ პოზიტიურ წვლილს შეიტანენ, რაც ცესკოს საქმიანობაში არ ჩარევას და საარჩევნო უბნებზე სიმშვიდეში გამოიხატება.

Leave a Reply