გიორგი ჭილაშვილი

ეგზიტპოლის ჩატარება არჩევნების თანმდევი პროცესია, რომელსაც ყველა დემოკრატიული ქვეყანა მიმართავს, რა თქმა უნდა ეგზიტპოლი არ არის უდავო ჭეშმარიტება, მაგრამ არჩევნების რეალურ სურათს მეტნაკლებად ასახავს. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხები ეგზიტპოლს პირად ან პარტიულ ინტერესებს უთავსებს, როგორც ამას მთავარი არხი და ნიკა გვარამია აკეთებს. მთავარმა არხმა იფსოს კვლევა ურცხვად გააყალბა, სინდისის ქეჯნის გარეშე, ახლა ეგზიტპოლის ჩატარებას აპირებს, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, კომპანია “ანოვა” ჩაატარებს,(საველე სამუშაოებს) შედეგებს კი გაურკვეველი წარმომავლობის ე.წ. მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ, რომელთა წარმომავლობა და ვინაობა ბურუსით არის მოცული. მთავარი არხის კვლევა იქნება ეგზიტპოლი ეგზიტპოლისთვის, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს. ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება, ამისთვის კი ეგზიტპოლის შედეგს გამოიყენებს, რომელიც არა არჩევნების რეალურ სურათს, არამედ მთავარი არხის და გვარამიას პოზიციას ასახავს.

მოვუწოდებ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, შეწყვიტეთ არჩევნების თემით მანიპულაცია, არ მოახდინოთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

Leave a Reply