დავით ჩიხელიძე

-სააკაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი აფრინა, ის კვლავ რევოლუციაზე, აქციებზე, ხელისუფლების დამხობაზე და მსგავს სისულელეებზე ფიქრობს. აქციებს და რევოლუციას ხალხის მხარდაჭერა სჭირდება რაც დღეს მიხეილ სააკაშვილს არ აქვს. თქვენთვის, რომ ამომრჩეველი არაფერს წარმოადგენს ეს გავიგეთ, მაგრამ იქნებ საერთაშორისო პარტნიორებს ან სადამკვირვებლო მისიებს მაინც დაუჯეროთ, ყველამ ნახა, შემდეგ აღიარეს, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულ, მშვიდ გარემოში ჩატარდა, რომელიც მაღალ დონეზე იყო ადმინისტრირებული. შეეშვით საკუთარი და ამომრჩევლის მოტყუებას, ვინ თუ არა შენ მიშა, კარგად იცი, რომ რევოლუცია არ შედგება, ციხეში მინიმუმ ექვსი წელი მოგიწევს ყოფნა. დღეს, რომ ამბობ გამოვალ და კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებსო, იცი? დღეს რომ შენი მთავრობა იყოს, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის და სასჯელის შეკრებითობის პოლიტიკას ატარებდეს, რამდენი წელს მოგისჯიდნენ? დაახლოებით 41 წელს…
არ ვიცი, ვინ რას გატყუებს, მაგრამ იცოდე, არჩევნებში ისეთი ანგარიშით დამარცხდი, რომელსაც სპორტში “გაფარჩაკებას” ეძახიან (ბოდიში სლენგისთვის). რევოლუციის გარდა მიშას მთავარი მესიჯი შემდეგია, ციხეში ყოფნა აღარ შემიძლია და როგორმე აქედან გამიყვანეთ. ერთი ტრაგედიაა, რომ სინანულის გრძნობა არ აქვს და არაფერს ნანობს, მეორე ტრაგედია კი მისი ეგოისტური მიდგომებია, საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი არ ახსოვს

 

მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს! მოგესალმებით კოალიციურ ერთობას!

 

Leave a Reply