გიორგი ჭილაშვილი
-არჩევნების ძირითადი შემადგენელი და მთავარი ნაწილი გახლავთ ხმის მიცემის ფარულობა, ზოგადად ხმის მიცემა და შემდგომ, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი გადათვლა!
აი ამ უკანასკნელს, რაც შეეეხება გადათვლას, აუცილებელია ვთქვათ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში. აღნიშნული ცესკომ ზედმიწევნით დაიცვა, ამიტომ ყოველგვარი პრეტენზიები მიუღებელია, რადგან არჩევნების ისტორიაში გადათვლა ისტორიულ მაქსიმუმზე მივიდა, ამგვარი ფაქტი არასდროს არ დაფიქსირებულა და უბრალოდ სირცხვილია ამ თემით სპეკულირება. გადათვლის პროცენტი პირველ ტურში გალხდათ 22 % , აქამდე კი 1 % გადათვლა მიღწევად ითვლებოდა! მეორე ტურზე კი ცესკომ თავისივე რეკორდი მოხსნა და საკუთარი ნებით 200 უბნის შედეგების გადათვლა დაანონსა.
გიორგი კალანდარიშვილმა ზედმიწევნით განმარტა და ახსნა გადათვლის საკითხი, შემიძლია ციტირებაც მოვახდინო – „მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ – 5 ხმა“

Leave a Reply