“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” შსს-ს მოუწოდებს დაუყონებლივ გააკეთოს დამატებითი განმარტება ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატის, იმედა კლდიაშვილის დაკავებაზე.

“მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე მერობის კანდიდატის, პოლიტიკური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრის, დაკავების კადრები. დაკავების მომენტში პოლიტიკოსი იმყოფება ავტომობილში და კონტაქტი არ აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან. დაკავებამდე, სამართალდამცავები ძალის გამოყენებით აღებენ ავტომობილის კარს და მოუწოდებენ იმედა კლდიაშვილს დამორჩილებისკენ. კადრებიდან არ ირკვევა რა იყო პოლიციის მოთხოვნა რასაც პოლიტიკოსი უნდა დამორჩილებოდა.

ამ დრომდე უცნობია, იმედა კლდიაშვილის თავისუფლების აღკვეთის მიზეზები. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს სათანადო განმარტება იმედა კლდიაშვილის დაკავების თაობაზე”,- ნათქვამია განცხადებაში. 

Leave a Reply