თამთა მეგრელიშვილი

მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს!
თქვენ ამტკიცებთ, რომ საქართველო გაქრა საერთაშორისო პოლიტიკური ორბიტიდან მაშინ როცა
✅ მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრებაზე საქართველო ღირსეულად წარმოადგინა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
❌მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს
თქვენ ამტკიცებთ, (თუმცა ფაქტები არ გაქვთ)რომ არჩევნები გაყალბდა
მაშინ როცა
✅ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები,ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ “ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, ზოგადად, კარგად ადმინისტრირებული იყო,
არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული”.
❌მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს
თქვენ ამტკიცებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის მძევალია მაშინ
როცა
✅ის ზის ქართულ ციხეში, წარსდგა ქართული მართლმსაჯულების წინაშე და პასუხს აგებს მის მიერ ჩადენილ უკანონობებზე.
❌შიმშილობა მისი არჩევანია და თუ ის ამაში ხედავს მისი მდგომარეობიდან გამოსავალს ესეც მისი უფლება და არჩევანია.
❌მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს
თქვენ დღეს ხართ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მარიონეტები.
დიახ, მიხეილ სააკაშვილი გკარნახობთ თქვენი პოლიტიკური ცხოვრების დღისწესრიგს – ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი ხომ მხოლოდ მის გამო დათმეთ.
❌მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს
მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილ წერილებს რომ ეამბორებით,
ქვეყანაში ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება დაისჯება კანონის სახელით, მოწოდება შემდეგი შინაარსით- დამიხსენით, გამიყვანეთ!
მოწოდებადვე დარჩება, რადგან აქ სახელმწიფოა და სახელმწიფოს არ ძინავს!

Leave a Reply