მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის სახალხო დამცველი არ შეუშვეს. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან შესვლა.

“საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან შესვლა, არ არის ამის აუცილებლობა და არც ამის ვალდებულება.

როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურანლო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და სწორედ ამ მოტივებით, უკრაინის სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა მასთან შეშვებული.

შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ბუნებრივია, მათ ჩვენ პასუხს დავუბრუნებთ,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Leave a Reply