დარეჯან ღამბაშიძე

-ემიგრაციაში უფრო გამძაფრებული გვაქვს სამშობლოს სიყვარული, კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებებით, უფრო ვუახლოვდებით ,მშობლიურ წარსულს, თუ ტრადიციებს. მონატრების გამოულეველ საგზალს გვაძლევს, შეცნობა -შენარჩუნება, იმ ფასეულობებისა ,რასაც ასე ერთობით ვიხსენებთ და უზომოდ გვახარებს, არა მარტო დიდებს ,არამედ პატარებშიც გარკვეული დონის ცნებები ფორმირდება. ჩვენ არ გვაინტერესებს, სად იცხოვრებენ მათი მშობლები, ჩვენი აუცილებლობაა, ქართველი ბავშვი, აღიზარდოს ქართული სულიკვეთებით და იცოდეს, მისი ქვეყნის ისტორია, კულტურა და ტრადიციები.

14 ნოემბერის ულამაზესი ღონისძიება”თბილისობა”,რომლის იდეაც ქალბატონ ხატია ქარსაულეძეს ბერძნულ-ქართული ასოციაციის ხელმძღვანელს ეკუთვნი,ს სწორედ ზემოთ ნათქვამის დასტურია.ამ იდეას კი მთელი სერიოზულობით მხარი დაუჭირა, ჩვენმა გულისხმიერმა ელჩმა ბატონმა დავით დონდუამ და საელჩოს ყველა თანამშრომელმა, ასევე ათენში არსებულმა ,ყველა დიასპორულმა ორგანიზაციებმა.

უღრმესი მადლობა თქვენ! ხშირად უნდა გვქონდეს ამის შესაძლებლობები. ყველა ორგანიზაცია საუკეთესო იყო,ასევე საინტერესოდ მიყავდა ღონისძიება ქალბატონ შორენა მჭედლიძეს.ჩვენმა მოსწავლეებმა კი ნამდვილად ისახელეს თავი იმპროვიზაციით” ძველი თბილის ბაზარი” მადლობა პედაგოგებს, მშობლებს და ჩვენს საყვარელ ნიჭიერ აღსაზრდელებს. მათი სიხარულით სავსე თვალები და მშობლების მადლიერება, ყველა ჩვენგანის დიდი საჩუქარია. გისურვებთ ყველა მონაწილეს ულევ წარმატებებს!

Leave a Reply