წლის ბოლოს დედაქალაქის ავტოპარკი მოწესრიგებული იქნება და ჩვენ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ, – ამის შესხებ თბილსის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თბილისის მერმა ის ახალი სატრანსპორტო მარშრუტები დაასახელა, რომელიც თბილისის უბნებს დაემატება.

„ესაა ის უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. კერძოდ 421-ე, 443-ე, 446-ე მარშრუტები, რომელიც მეტროს სადგურ გურამიშვილიდან ზღვის უბანთან დამაკავშირებელი ხაზია. ამოქმედდება სოფელ დიღმიდან საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონებთან დამაკავშირებელი ხაზები, ასევე დიღმიდან სოფელ დიდგორსა და თელოვანთან დამაკავშირებელი მარშრუტები. ახლად რეაბილიტირებულ ინგუშეთისა და მაისურაძის ქუჩაზე ინიშნება სამარშრუტო ხაზი, რომელიც ამ ქუჩებს მეტროს სადგურ ახმეტელის თეატრთან დააკავშირებს. გარდა ამისა მარშრუტები 454, 494 ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ 54-ე და 104-ე ხაზებს. ყველა მარშრუტზე იმოძრავებს ახალი ლურჯი მიკროავტობუსი“, – განაცხადა კალაძემ.

Leave a Reply