„ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, „ლელო“ და „დროა“ პარასკევს თბილისში, 3 ლოკაციაზე აქციებს გამართავს. ამის შესახებ „ლელოს“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განაცხადეს.

ოპოზიციის ლიდერების თქმით,  აქციები 15:00 საათზე მეტროსადგურებთან „ვაგზლის მოედანი“, „ავლაბარი“ და „უნივერსიტეტი“ დაიწყება. ვაგზლის მოედანზე აქციას „ლელო“ ჩაუდგება სათავეში, ავლაბარში „ნაციონალური მოძრაობა“, უნივერსიტეტთან კი „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“. შეკრების შემდეგ აქციების მონაწილეები მსვლელობებს გამართავენ.

Leave a Reply